ნავაჯო არის კულტურა, ადგილობრივ ამერიკელთა გაერთიანება რომელიც უდიდესი დროიდან არსებობს და ცხოვრობს ამერიკის ტერიტორიაზე. დაახლოებით 500-ზე მეტი წლის წინ ნავაჯოს ხალხის წინაპრებმა დატოვეს ამერიკის კონტინენტის ცივი ჩრდილოეთ ნაწილი ( ახლანდელი კანადა და ალასკა ) და გადასახლდნენ ამერიკის სამხრეთში (ამერიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი). ეს მიწა, რომელზეც საბოლოოდ დაფუძდნენ ნავაჯოს ხალხი ძალიან მშრალი და უნაყოფო მიწაა, ფაქტობრივად უდაბნოდაა ქცეული.
ამერიკის ასეთ უნაყოფო ნაწილში გადასახლების შემდეგ ნავაჯოს ხალხს ძალიან დიდი დრო დასწირდა იმისთვის, რომ საბოლოოდ დასახლებულიყო და მოეთვიერებინა მიწა, სადაც საჭმლის და სასმლის მოპოვება ძალიან ძნელი იყო და სიცოცხლისთვის ბრძოლის ტოლფასი იყო.საბედნიეროდ ნავაჯოს ხალხმა რროგორც იქნა შეძლო ამ მიწის შიშველი ხელებით დამუშავება და ამ უსიცოცხლო მიწიდან მაქსიმალური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შესაძლებლობების გამოყენება.

ნავაჯოს ხალხის ისტორიაა საინტერესოა მაგრამ დღეს მე ამაზე არ ვისაუბრებ, არამედ იმაზე თუ როგორ აქცია ამ ხალხმა ქვიშა და რელიგიური ცერემონიები ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად.
ბევრი ადამიანი თვლის ,რომ ნახატი მხოლოდ ხელოვნების ნიმუში შეიძლება იყოს. ნავაჯოს ხალხისთვის კი ნახატი რელიგიურ და სამკურნალო ცერემონიების მმთავარი ატრიბუტი იყო და დღესაც ასეა. ძირიათადად ქვიშისგან გაკეთებული ნაკატეbი გამოიყენება ადამიანების განსაკურნებლად.


ნავაჯოს ყველა წევრს არ აქვს ნახატის შესრულების, ანუ განსაკურნებელი რიტუალის ჩატარების უფლება. ამას მხოლოდ ნავაჯოს ე.წ. “მომღერლები ” (singer) ან ექიმები (medecine men ) აკეთებენ, თავის დამხმარეებთან ერთად. ნავაჯოს მომღერალი რიტუალს იწყებს სხვადასხვა ქვების შეგროვბით, შემდეგ მას ამტვრევს, წვრილად და წმინდად ფქვავს და ურევს ქვიშშაში. მომღერალი დ ამისი დამხმარეები ქვიშას ყრიან ნავაჯოს სახლში, რომელსაც ეწოდება ჰოგანი (hogan ). პროცესი შემდეგნაირია: მომღერლის ტრაექტორიის მიმართულებით, დამხმარეები ძირს ყრიან სხვადახვა ფერის მიწას , იცვლება ფერი, ხაზი, მიმართულება , სიგანე სიგრძე, და საბოლოოდ მომრერალი დამხმარეების მეშვეობით მიწაზე ქმნის ნახატს სხვადასხვა ფერის ქვიშით.


ნავაჯოს ქვიშის ნახატები სვხადასხვა ზომისაა, ყველაზე პატარა ერთ მეტრზე პატარა დიამეტრის შეიძლება იყოს, ხოლო ყველაზე დიდი ნახატი 6 მეტრამდეც კი შეიძლება ავიდეს დიამეტრით.ამისდა მიხედვით მომღერლის დამხმარეების რიხვიც ვარირებს. პატარა ნახატისთვის საკმარისია 2 ან 3 დამხმარე, ხოლო დიდისთვის 10 ც შეიძლება საკმარისი არ იყოს (ასეთ ნახატზე მუშაობისას შეიძლება მთელი დღე დასჭირდეთ დამხმარეებს რიტუალის დასასრულებლად ).ითვლება რომ რაც უფრო დიდია ავადმყოფოფბა ადამიანისა ვისაც ეძღვნება განსაკურნებელი რიტუალია, მით მეტია ნახატის სიდიდეც და შესაბამისად ეს ნახატიც მეტ განსაკურნელ ძალას ფლობს ნავაჯოების თვალში.
ცერემონიის მიმდინარეობისას, ავადმყოფი ადამიანი გადაადგილდება უკვე დამთავრებულ ქვიშის ნახატზე შემდეგ ჯდება , ეს პროცესი ითვლება როგორც ავადმყოფი ადამიანისაგან ბოროტის (ამშემთხვეაში ნავაჯოს ხალხისთვის ავადმყოფობა ბოროტის ჩასახლებასთან ასოცირდება)განდევნა და ღმერთის დაბრუნება მასში. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ნავაჯოელებისტის ქვიშაზე შესრულებული ნახატი ითვლება ადგილად , სადაც ღმერთები მოდია და მიდიან (place where gods come and go ). მას შემდეგ რაც ავადმყოფი ადმაიანი რიტუალის შედეგად განიკურნება, სხვა ადამიანებს შეუძლიათ ნახატთან მოვიდნენ და რამდენიმე გრამი ქვიშა წაიღონ სახლში, ეს მათ აუცილებლად მოუტანს ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას, ასე სწამს ნავაჯოს ხალხს.
ცერემონიის დასრულების შემდეგ აუცილებელია ,რომ ნახატი განადგურდეს სწორად. იმ შემთხვეაში თუ ეს არ მოხდება, ნავაჯოელებს სწამთ, რომ ნახატი მათ უბედურებას მოუთანს. ამისთვის მომრერალი ქვიშას აქეთ-იქით აპნევს , ანუ აბრუნებს მას იმ ადგილას საიდანაც მოვიდა .
მომღერალს ზუსტად ახსოვს თითოეული ქვიშის ნახატი, და მას შემდეგ ჯერზე აკეთეს აბსოლიტურად ანალოგიურად. არსებობს დაახლოებით 600 დან 1000 მდე ქვიშის ნახატი. მთელს ისტორიაში სულ ნავაჯოს ხალხს შორის იყო 150 მომრერალი,ანუ ადმაიანი ვისაც ჰქონდ აუფლება და შესაძლებლობებისა რიტული ჩაეტარებინა სწორად. ანუ დაახლოებით, შეფარდება არის 1 მომრერალი 2200 ნავაჯოელთან. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამის შესწავალს ნავაჯოელების აზრიტ ძალიან დიდი დრო დ აძალისხმევა უნდა, დაახლოებით 14 წელია საჭირო სრული შესწავლისთვის და მომღერლად გახდომისთვის. მეორე მიზეზი ამისა არის ის, რომ გაკვეთილი ტარდეა ერთი-ერთზე, ანუ მომრერალს არ შეუძლია ერთად რამდნეიმე დამხმარის დატრენინგება.
ცერემონიის არალელურ, ნავაჯოს ქვიშის ნახატები ხელოვნების ნიმუშებად იქცა.პირველი ნავაჯოს longterm შექმნილი ქვიშის ნახატი 1900 წელს ჩნდება.ამას არ აქვს რათქმაუნდ აზუსტად ის სახე რაც ცერემონიაზე, ესაა ნაქსოვი ხალიჩა ან კედელზე დასაკიდი დიდი და სქელი ნაჭერი, რომელზეც გამოსახულია ის ნახატი რაც გამოიყენება ცერემონიისას.ეს ხალიჩები და კედელზე საკიდები მოქსოვილია ნავაჯოს მომღერლის ჰოსტინ კლაის (Hosteen Klah ) მიერ, რომელიც ქვიშის ნახატების კოპირებას ახდენს ნაჭერზე.იმისათვის, რომ კლაიმ აირიდოს და ხალიჩის მფლობელს აარიდოს უბედურება, ის რაიმე შტრიხს ყოველთვის ცვლის ნახატში ორიგინალისგან განსვხავებით. თავიდან ამ ნაქსოვ ხალიჩებს კლაი არ ყიდიდა , საბოლოოდ კი, ტურისტებისა და ძალიან ბევრი მთხოვნელების გამო მან დაიწყო გაყიდვა. მთავარი პრიობა რაც ამ ხელოვნების ნიმუშების ყიდვის გარანტია არის ის , რომ მყიდველი ნავაჯოს ხალხს პირობას აზლევს არასოდეს დადებს ნახატს იატაკზე და არ გაივლის მასზე ( ცერემონიის კოპირება), წინააღმდეგ შემთვევაში მას ძალიან ცუდი რამ დაემართება, ასე სჯერათ ნავაჯოელებს.


1930 წლიდან ნავაჯოს ხალხმა, ნაქსოვი ნახატების გარდა ახალი ფორმით შემოგვთავაზა მათი ხელოვნების ნიმუშები, ესაა რაიმე გლუვ თხელ ზედაპირზე ნავაჯოს ფერადი ქვიშისგან შესრულბული ნახატები, რაც უკვე გავს ჩვეულებრივ ნახატებს. განხვავება ისაა, რომ ეს ნახატი იქმნდება არა ნავაჯოს მომრერლის, არამედ ჩევულებრივიმხატვრის მიერ, ვინც ერვევა ნავაჯოს ქვიშის ხელოვნებაში.ამ ნახატების ნახვა შესაძლებლია ასვეე მუზეუმებშიც.


ახლაც, ჩევნს დროშიც კი არის კამათი იმსი სესახებ, უნდ აიყიდებოდეს თუ არა ნავაჯოს ქვიშისგან შექმნილი ხელოვნების ნახატები. ნავაჯელების ნაწილი თვლის , რომ ეს ნახატები უდნა იყოს მხოლოდ მატი რელიგიური ცერემონიის შემადგენელი მთავარი ატრიბუტი. სხვები კი თვლიან ,რომ მხატვრისგან შექმნილი ქვიშის ნახატი მათი რელიგიის ერთ-ერთი დამცავი საშუალება შეიძლება იყოს.

p.s. ახლა კი დავათვალირეოთ ის პოპულარული ნივთები, რაც ნავაჯოს კულტურიდან მოდის. ნავაჯოს კულტურამ ბევრი დიზაინერი შთააგონა და დღეს მოდის სამყაროშიც დიდი ადგილი უკავია ნავაჯოს კულტურიდან ამოღებულ პრინტებს, სტილს და სამკაულს.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკებს :

http://www.teenvogue.com/gallery/fall-trend-navajo-inspired#4

http://jezebel.com/5849162/the-most-wtf-navajo-inspired-clothing-and-accessories/